11660356_824112727685786_1587642158_o

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომისია, საერთაშორიო რელიგიის თავისუფლების საკითხებზე (USCIRF) არის აშშ-ს სახელმწიფოს ორმხრივი, დამოუკიდებელი და ფედრეალური კომისია, რომელიც მუშაობს რელიგიის და რწმენის თავისუფლების მსოფლიო უნივერსალური უფლების დაცვაზე.

USCIRF-აანალიზებს წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მომხდარ ფაქტებს და მდგომარეობებს, შემდგომ რეკომენდაციების სახით აწვდის აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და კონგრესს. USCIRF -ს კომისრები ინიშნებიან თავად აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესისი ორევე პარტიის მიერ.

2015 წლის ყოველწლიური ანგარიში აღწერს რელიგიის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და დარღვევის ფაქტებს 33 ქვეყანში და გასცემს კონკრეტული ქვეყნებისთვის საჭირო პოლიტიკის რეკომენდაციას. ანგარიში მოიცავს 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს და მომზადებულია 1998 წლის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონის 202-ა მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვით. ეს ქვეყნები დაყოფილნი არიან სამ რიგად. რუკაზე ქვეყნები, სადაც რელიგიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ნაცრისფერ ფერადაა აღნიშული. საყურადღებოა, რომ საქართველოც მათ რიცხვში შედის.

11660338_824112684352457_731898770_o

პირველი რიგის ქვეყნებში შედიან განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნები. ესენი არიან ქვეყნები, რომელთა მთავრობა ეწევა ან მფარველობს რელიგიური თავისუფლების სისტემატიურ, მიმდინარე და შეუწყნარებელ დარღვევებს. აშშ-ს ფედერალური კომისია საერთაშორისო რელიგიის თვისუფლების საკითხებზე რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო მდივანს განმეორებით დაასახელოს 9 ქვეყანა

      მიანმარი;

      ჩინეთი;

      ერიტრეა;

      ირანი;

      ჩრდილოეთ კორეა;

       საუდის არაბეთი;

      სუდანი;

      თურქმენეთი;

      უზბეკეთი.

როგორც „განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნები“ რელიგიის თავისუფლების შეუწყნარებელი დარღვევების გამო და კიდევ 8 ქვეყნა შეჰყავს მათ რიცხვში, ესენია:

      ავღანეთი;

      ეგვიპტე;

      ერაყი;

      ნიგერია;

      პაკისტანი;

      სირია;

      ტაჯიკეთი;

       ვიეტნამი.

მეორე რიგის ქვეყნები ესენია, სადაც ხელისუფლება აკმაყოფილებს მინიმუმ ერთ ელემენტს მაინც „რელიგიური თავისუფლების სისტემატიურ, მიმდინარე და შეუწყნარებელ დარღვევების“ სტანრდატებიდან, მაგრამ სრულად არ აკმაყოფილებს „განსაკუთრებულად შეაშფოთებელი ქვეყნების“ სტანდარტებს. კომისია მოუწოდებს აშშ-ს დიდი ყურადღება დაუთმოს იმ 10 ქვეყანას, რომელნიც   მეორე რიგში  განთავსდნენ. ესენია:

      ავღანეთი;

      აზერბაიჯანი;

      კუბა;

      ინდოეთი;

      ინდონეზია;

      ყაზახეთი;

      ლაოსი;

      მალაიზია;

      რუსეთი;

      თურქეთი.

მესამე რიგის ქვეყნები მოიცავს სხვა სახელმწიფოების მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებს. კომისიას მათ რიცხვში შეჰყავს შემდეგი ქვეყნები:

      ბაჰრეინი;

      ბანგლადეში;

       ბელარუსია;

      კვიპროსი;

      ყირგიზეთი;

       შრილანკა.

11658994_824112991019093_1509826660_o

ამერიკის შეერთებული შტატების კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლებაზე ასკვნის, რომ ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის აშშ-ს ძალისხმევას, რათა დაიცვას და ხელი შეუწყოს რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საყოველთაო უფლებები  მსოფლიო მასშტაბით.

მასალა მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

Please follow and like us: