რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, ბერძნულმა ბანკებმა მუშაობა განაახლეს, მაგრამ ბანკში მხოლოდ იმ პენსიონერებს უშვებენ, ვისაც პლასტიკური ბარათი არ გააჩნია და პენსიას ხელზე იღებენ.
მოსახლეობა ბანკებთან დილიდან, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბა. შიგნით მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ჯგუფებს უშვებენ, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს მოსახლეობაში მღელვარება და არეულობა არ მოჰყოლია.
საბერძნეთის ბანკებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეგულარული ტრანშები შეუწყვიტა.
საბერძნეთი პირველი განვითარებული ქვეყანაა, რომელმაც ვერ შეძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ვალის 1.6 მილიარდი ევროს დროულად დაბრუნება.