დღეს, 19:00სთ-ზე სასტუმრო „ტერასაში“ (პ. კაკაბაძის N7) HR hub – ის პირველი ღონისძიება გაიმართება. HR hub საქართველოში პირველი HR სივრცეა ახალგაზრდებისთვის.
როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების პირველ ნაწილი დაეთმობა მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google-ის HR დეპარტამენტის წარმომადგენელ, რეკრუიტერ – რებეკა ო ფარელს, რომელიც აუდიტორიას ვიდეო ზარით ჩაერთვება დუბლინიდან.
მათივე ინფორმაციით, რებეკა ისაუბრებს, თუ როგორ ხდება კადრების შერჩევა და გადამზადება Google-ში. მეორე ნაწილს გაუძღვება საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. საუბრის თემა იქნება HR მენეჯერის გამოწვევები 21-ე საუკუნეში.
ღონისძიებას დაესწრებიან HR hub–ის წევრები და მოწვეული სტუმრები. HR hub სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით შეიქმნა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.