წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირფებელ გზაზე დღეს დილით 7 საათზე მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გეოლოგები.
ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურებაც.
გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.
ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც სოფელ ახალდაბას ბეთანიასთან დააკავშირებს.