სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-ი, 4 ქართულ კომერციულ ბანკს გრძელვადიანი რეიტინგები დაუდასტურა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, რეიტინგები დაუდასტურდა: „საქართველოს ბანკს”, „თიბისი ბანკს”, „პროკრედიტ ბანკს” და „ლიბერთი ბანკს”.
ოთხივე ბანკის რეიტინგების პროგნოზი „სტაბილურია”. სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული ბანკების მდგრადობის და გრძელვადიანი რეიტინგების დადასტურება, ასახავს, რომ საქართველოს ეკონომიკას, ზრდის ტემპების შენელების მიუხედავად, კარგი პერსპექტივები აქვს, ასევე ბანკების კარგ ფინანსურ მდგომარეობას, მათი მენეჯმენტის და კორპორაციული მმართველობის დონეს.
„ბანკების აქტივების ხარისხი მისაღებია. პრობლემური კრედიტების (90-დღიანი ვადაგადაცილება) წილი მთლიანი კრედიტების 1-დან 4%-მდეა.
რესტრუქტურიზებული კრედიტებიც ზომიერ დონეზეა. Fitch-ი, ამ ბანკების პერსპექტივას, უახლოეს მომავალში, განიხილავს, როგორც კარგს, იმის გათვალისწინებით, რომ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.3%-იან ზრდას ველოდებით… ბანკებს კარგი ლიკვიდობა აქვთ, რაც ფონდირების მოულოდნელი გადინების შემთხვევაში, მდგრადობის შენარჩუნებისთის კარგი მარაგია, ხოლო რეფინანსირების რისკი შეზღუდულია, ვინაიდან, გრძელვადიანი დაფინანსების ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის”, – ნათქვამია პრესრელიზში.
საბაზისო სცენარით, Fitch, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში კარგი ზრდის გაგრძელებას მოელის, მაგრამ მთავრობის ცვლილების გამო, პოლიტიკური გაურკვევლობა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების რისკები გაიზარდა. გარდა ამისა, „ლიბერთი ბანკის” გამოკლებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მაღალმა დონემ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ამ ბანკებს შესაძლოა ახალი რისკები შეუქმნას„საქართველოს ბანკის” და „თიბისი ბანკის” მდგრადობის რეიტინგები «bb-»-ით განისაზღვრა.
ანალოგიური რეიტინგი აქვს „პროკრედიტ ბანკს”. „ლიბერთი ბანკის” მდგრადობის რეიტინგი კი «b»-იააღნიშნულ 4 ბანკს შორის, ყველაზე მაღალი გრძელვადიანი რეიტინგი „პროკრედიტ ბანკს” აქვს და «BB»-ით განისაზღვრება; „საქართველოს ბანკის” და „თიბისი ბანკის” რეიტინგები იდენტურია «BB-»-ს შეადგენს, ხოლო „ლიბერთი ბანკის” რეიტინგი – «B»-ს.
ოთხივე რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურია. Fitch-ის მოლოდინი საქართველოს ეკონომიკის წლევანდელ პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმისტურია და სააგენტო 4,3%-იან ზრდას ელოდება.
18.06.13