რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა  სააგენტოს დელეგაციასა და პეტრიწონის მონასტრის (ბაჩკოვოს მონასტრის) წინამძღვართან, არქიმანდრიტ სიმონთან და მართლმადიდიებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, კირილესთან. 

1.

მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს გააცნეს მონასტრის დამაარსებელი ტაოელი ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანის  ძეთა ისტორია. მათ მადლიერებით აღნიშნეს პეტრიწობის  მონასტრის როლი ბულგარეთის კულტურული, რელიგიური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების ტრადიციას და გამოთქვა სურვილი ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში გაკეთდეს საერთო პროექტები რელიგიური ტურიზმის განვითარების, ასევე, ქართველი მართლმადიდებელი სტუდენტების განათლების მიღების ხელშესაწყობად.

მონასტრის წინამძღვარმა და ეპისკოპოსმა გამოთქვეს სურვილი, რომ ქართველმა მართლმადიდებელმა ბერებმა იმოღვაწეონ პეტრიწონის მონასტერში, რამდენადაც, როგორც ტიპიკონშიც არის ნათქვამია,  პეტრიწონის მონასტერი ეკუთვნოდა ქართველებს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში.

11719821_830151790415213_1833471762_n

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე სოფიაში, სადაც  სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიისა და რწმენის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს, ემილ ველინოვს.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებასა და იმ ახალ გამოწვევებზე, ორივე ქვეყნის წინაშე რომ დგას. ორივე ქვეყნის უწყებათა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ, გარკვეულწილად, არსებული პრობლემები იდენტურ ხასიათს ატარებს და ამ თვალსაზრისით, გამოცდილების ურთიერთგაზიარება სასარგებლო იქნება. ზაზა ვაშაყმაძემ და ემილ ველინოვმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

11719995_830151920415200_764992733_n

9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეზიდენციაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, საქართველოს საგანგაებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე, ელჩის მრჩევევლი კრასიმირა წაბრია და რელიგიისა და რწმენის საქმეთა დირექტორატის დირექტორი, ემილ ველინოვი.

11749392_830151930415199_1636246832_n

პატრიარქმა ნეოფიტემ გულთბილი შეხვედრა მოუწყო დელეგაციის წევრებს, მოიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დალოცა ერთმორწმუნე საქართველო და ქართველი ერი. ზაზა ვაშაყმაძემ ბულგარეთის პატრიარქს მოუთხრო რელიგიის სფეროში საქართველოში არსებული ვითრების შესახებ, უსახსოვრა ქართულ ენაზე გამოცემული ლოცვანი და ფსალმუნნი და გადასცა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, ილია მეორის მოწვევა.

ასევე, დელეგაცია 9 ივლისს ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საბჭო ბულგარეთის რესპუბლიკაში უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 6 ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებით:

ü  ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ბულგარეთის პატრიარქი, ნეოფიტე),

ü  ბულგარეთის ებრაული თემი (რაბინი პენოვი),

ü  კათოლიკური ეკლესია (პეტკო ვალოვი).

ü  ევანგელური ეკლესია (ნიკოლაი ნედელჩევი),

ü  მუსლიმი თემი (აჰმედ აჰმედოვი),

ü  სომხური ეკლესია (რუპენ კრიკორიანი).

მასპინძელმა მხარემ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და დელეგაციის წევრებს გააცნეს რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ამოცანები. მათ გამოთქვა მზაობა ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

899018_830151963748529_1228204232_o

ზაზა ვაშაყმაძემ საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ახლადშექმნილი ინტერრელიგიური საბჭოს შესახებ. გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მისი სამომავლო მიზნები და ამოცანები.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ამით სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

Please follow and like us: