ამის გამო, ყველა ნავთობკომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, „კომერსანტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაკეთდება.
დასახელებული მუხლის თანახმად, აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, მათ შორის შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).
გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ საწვავის ბაზრის კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
ექსპერტების შეფასებით, თუ სააგენტო კომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკანასკნელნი, მართალია, გაასაჩივრებენ ამ დასკვნას და პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს. თუმცა ბაზარზე ფასები, სავარაუდოდ,დაიწევს.
იმის მოლოდინი, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების ხელოვნურად გაზრდის ფაქტს დაადასტურებს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა. მან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველოზე საწვავის მსოფლიო ფასების კლება არ აისახება. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან კონკურენციის სააგენტო:
“ვიცი, რომ საწვავის ფასები მოსახლეობას აწუხებს. ის, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები იკლებს და ამის ასახვა არ ხდება საქართველოს ბაზარზე, აბსოლუტურად მიუღებელია. კონკურენციის სააგენტო მუშაობს საკითხზე. ძირეული შესწავლა უცებ ვერ მოხდება, მაგრამ გვაქვს პირველადი ანალიზი. ვისურვებდი, კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ჩემი ინფორმაციით, ასეც იქნება. ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს”-აცხადებდა ღარიბაშვილი.
წყარო: commersant.ge