„ქართული ოცნების“  ასევე  „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ სამ წარმატებულ და სამ წარუმატებელ სვლასზე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

ექსპერტის განცხადებით  ერთის წარმატება და მეორის წარუმატებლობა თავად არჩევნები იყო.

„არჩევნების ჩატარების შემდეგი პერიოდის შეფასება კი ასეთა, „ოცნების“ წარმატებები, ჩემის აზრით, არის –  საკონსტიტუციო ცვლილებები, 17 მისს მოქმედება და მერაბიშვილის დაპატიმრება, აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

მისივე  განმარტებით, „ქართულის ოცნების“  წარუმატებლობაა საქართველოს და საერთაშორისო PR-ში, თუნდაც მცირე ეკონომიკური ცვლილებების უქონლობა და სასამართლოს კოლეგიის არჩევნები.

რამაზ საყვარელიძე: – „რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“  წარმატებებს (ოღონდ  ქვეყნისთვის საზიანოდ) ბრძოლა „ოცნებასთან“ საერთაშორისო არენაზე, სასამართლოს კოლეგიიის არჩევნები და ინციდენტის პროვოცირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან“.

ექსპერტის განმარტებით, ნაციონალების წარუმატებლობაა პრეზიდენტის მოღვაწეობა, საპარლამენტო ფრაქციის აგრესიული სტილი და არაადექვატური რიტორიკა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ორივე მხარეს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას ურჩევს.

19.06.13

ნათია ქომოშვილი

Please follow and like us: