ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის სედეგადაც წინასწარი მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაიჭრა.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყში აღინიშნება მუდმივი სისხლიანი შეტაკებები მუსულმანებს, შიიტებსა და სუნიტებს შორის.
ექსპერტების აზრით, ქვეყანა შეიძლება ჩაითრიოს რელიგიურმა დაპირისპირებებმა.
19.06.13