მუსლიმები წელს 17 ივლისს ზეიმობენ რამაზანბაირამს, რომელიც  ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა. დღესასწაული მოძრავია და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება.

11751806_831900493573676_1553440198_o

ისლამის მიხედვით ღმერთმა რამაზანის თვეს უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრაკაცობრიობისათვის ბოძებული  ყველა ზეციური წიგნი სწორედ რამაზანის თვეშია წარმოგზავნილი. აბრაამისწერილებირამაზანის თვის პირველ ღამეს არის მოვლინებული, “თოვრათი” – ექვსი დღის შემდგომ ანუ რამაზანის თვის მეშვიდე დღეს. “სახარება” (ინჯილ) – რამაზანის თვის მე-13- დღეს, “დავითნი” (”ზაბურ”) რამაზანის თვის მე-12 დღეს იქნა ზეშთაგონებულიუკანასკნელი ზეციური წიგნიყურანი”, ამ თვის პირველ პარასკევ დღეს იქნა წარმოვლენილიღმერთმა სამყარო რამაზანის თვეში შექმნა, განკითხვის დღეც  რამაზანის თვის პირველ პარასკევს დაატყდება კაცობრიობას თავს. ეს თვე ღრმა სიბრძნითა და სრულყოფილებითაა გამორჩეული , სწორედ ამიტომ ის  დანარჩენი თერთმეტი თვის გვირგვინად არის წოდებული, ამ თვეში მარხული პირი თვითშემეცნებისა და გონებრივი აღმავლობის გზას ადგას.

რამაზანის დასასრულს კი მუსლიმები მართავენ დღესასწაულსრომელსაც გახსნილების, მარხვის დასრულების დღესასწაული ეწოდება. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ,სარიტუალო ლოცვას აღავლენენახლობელნათესავთა, განსაკუთრებით კი საკუთარ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურთა მოსანახულებლად დადიან; ყველა ცდილობს, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობის მიხედვით, უმასპინძლოს სტუმრებს, გასცენ მოწყალება.

თბილისი თაიმსი“  რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილეს ადამ შანთაძეს ესაუბრა:       

11737135_831900253573700_2000339553_n

ბატონო ადამ, გვესაუბრეთ რამაზანის დღესასწაულზე, როდიდან აღინიშნება და რა დატვირთვა აქვს მას მუსლიმური სამყაროსთვის?

– ისლამში არის ორი დიდი დღესასწაული რამაზან-ბაირამი და ყურბან-ბაირამი. რამაზან-ბაირამი აღინიშნება მარხვის დასრულებისთანავე, ყურბან-ბაირამი კი მსხვერპლშეწირვის დროს, რამაზნის მთვარის ორი თვის შემდეგ. მარხვის დღესასწაული ყველა მუსლიმანისთვის მნიშვნელოვანია. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხულობენ, დილიდან საღამომდე თავს ვიკავებთ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებისგან. მოგეხსენებათ ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ცოტა ძნელი მოსათმენია, მაგარმ ღვთის გულისათვის არ ვარღვევთ მარხვას. მთვარის კალენდარი, მოგეხსენებათ, ყოველწლიურად 10-12 დღით გამდმოინაცვლებს და მუსლიმებს სიცოცხლის მანძილზე წელიწადის ნებისმიერ დროს, წელიწადში ერთხელ უხდებათ მარხვის დაცვა.

რას ეფუძნება ეს დღსასწაული?

– რამაზანი ეს არის ყურანის აიათებიდან გამომდინარე. ყურანში, სურა ბაყარაში მითითებულია მარხვასთან დაკავშირებით ბრძანება. აიათებში განსაზღვრული არის ისიც, რომ მარხვა სავალდებულო გახდა არა მარტო მუსლიმებისთვის არამედ „თქვენს უწინარე“ ანუ წინა თაობებისთვისაც მისი დაცვა  სავალდებულო იყო.

როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ, 13 ივლისს მუსლიმანურმა სამყარომ „ყადრის ღამე“  აღნიშნა. რას გვეტყვით ამ დღესასწაულზე, როგორ ზეიმობთ მას?

– ყადირის ღამე არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მადლიანი ღამე. მას ნატვრის ასრულების ღამესაც უწოდებენ. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამ ღამეს იქნა გარდმოვლენილი ყურანი დედამიწაზე. ყადირის ღამე, როგორც ყურანში არის მითითებული ათას თვეზე უფრო ხეირიანი და საუკეთესო ღამეა. ყველა მუსლიმი განსაკუთრებით აღნიშნავს ამ ღამეს. შუაღამიდან გარიჟრაჟამდე კითხულობენ ყურანს, ასრულებენ ლოცვას , ვედრებას და ა.შ.

როგორ უნდა იქცეოდეს რამაზანს განმავლობაში მუსლიმი, რისი დაცვა ევალება მას?

– მუსლიმს ევალება დაიცვას საკუთარი თავი, დილიდან საღამომდე არ მიიღოს არანაირი საკვები, წყალი, განსაკუთრებით თავი უნდა შეიკავოს ტყუილი ლაპარაკისგან, სხვადასხვა ცუდი ქცევებისგან.

ბატონო ადამ, რამე ტრადიცია, განსაკუთრებული აღნიშვნის წესი ხომ არ გაქვთ დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორ ზეიმობთ მას?

– რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ არსებობს, უბრალოდ ეს არის დღესასწაული პირის ხსნისა. 17-ში დილიდან ყველას შეუძლია სასურველი საკვები მიირთვას. ასევე მივდივართ ჩვენ წინაპრების სასაფლოებზე, სადაც ვკითხულობთ ყურანს და ვუგზავნით მათ სულებს.

11733305_831900456907013_1175041261_n

დღეს საქართველოში პრობლემას ხომ არ წარმოადგეს რამაზანის აღნიშვნა და რამდენად იჩენს ხელისუფლება ყურადღებას მუსლიმების მიმართ?

– კომუნისტური პერიოდის შემდეგ ამ დღესასწაულის აღინიშვნა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებამ იმატა. აი, ბათუმში, თბილისში ბაირამ დღეს მეჩეთში მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მუსლიმ მრევლს ულოცავნენ ბაირამს. უკვე მესამე წელიწადია პრემიერ-მინისტრი მარხვის ბოლო დღეს მუსლიმ სასულიერო პირებს პატიჟებს ვახშამზე.

და, ბოლოს რას უსურვებდით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს?

– მინდა მიულოცო ყველას ეს ძვირფასი დღესასწაული, რამაზან-ბაირამი. ვუსურვებ ჯანმრთველობას, ბედნიერებას, რწმენის სიმტკიცეს, მშვიდობას რაც მთავარია და ვისურვებდი, რომ აი, ამ ძვირფასი მთვარის მადლით, ძვირფასი ბაირამისა და ყადირის ღამის მადლით სულ მალე ჩვენი ქვეყანა გვენახოს უფრო აღორძინებული, აყვავებული ეკონომიურად, ერთიანი და მთლიანი.

საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ უერთდება ბატონ ადამს და საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს. გისურვებთ ბედნიერბას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს.

 მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

Please follow and like us: