გუშინ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ საგამოფენო სივრცეში სულხან სალაძის ფოტოსერიის – „2 ცა 1 ბათუმი“ გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – 28 ფოტო, მთლიანად სერია კი 100 ნამუშევარს მოიცავდა. ყველა ფოტო ბათუმში – „სანაპიროზეა“ გადაღებული.
„წვიმის შემდეგ, გუბეებში ასახული ქალაქი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. სერია უკავშირდება იდეას, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს ორი, მათ შორის ცაც, გარდა ბათუმისა“ – აცხადებს ავტორი სულხან სალაძე.
გამოფენა, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით წარიმართა.
სულხან სალაძის ნამუშევრების გამოფენა ორი დღე გაგრძელდება.
ფოტოების ნახვა მსურველებს 19 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ საგამოფენო სივრცეში.
19.06.13
თამთა ჭრიკიშვილი