ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინა ხიდაშელი, ჩეხ კოლეგას მარტინ სტროპნიცკის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.
ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტნაგ კაპანაძეც დაესწრებიან.
დაგეგმილია სპეციალური ტურიც, რომლის დროსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიას გაეცნობიან.
თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკაში დღეს გაემგზავრება.