შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმი“ თანამშრომლებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს.
შემოსავლების ცნობით, კომპანიას 4 618,08 აშშ დოლარის ღირებულების, “NIKAI”-ს სასაქონლო ნიშნის მქონე, 584 ერთეული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონელი შემოჰქონდა.
მათ შორის იყო: 488.40 აშშ დოლარის ღირებულების 120 ცალი ბლენდერი; 477 აშშ დოლარის ღირებულების 50 ცალი უთო; 1 024.20 აშშ დოლარის ღირებულების 60 ცალი ხორცის საკეპი მანქანა და სხვა.
“NIKAI”-ს სასაქონლო ნიშანი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ N605/03 ბრძანების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქონელი 10 კალენდარული დღის ვადით შეაჩერეს.
ინფორმაცია საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიეწოდა როგორც სასაქონლო ნიშნის მფლობელ, ასევე გეზში შეჩერებული საქონლის მფლობელ ორგანიზაციებს, აცხადებენ სემოსავლების სამსახურში.
19.06.13