2013 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში – 5 782,8 მლნ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,4 %-ის, ხოლო დეფლატორის ზრდა – 0,4 %-ის დონეზე დაფიქსირდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,3 %-ი) და ვაჭრობა (16,3 %-ი).
შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,0 %-ი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 %-ი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 %-ი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,6 %-ი).
19.06.13