2014 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საბჭოთა იმპერიის პირობებში საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ხუთი რელიგიური გაერთიანება (საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია; მუსლიმთა რელიგიური გაერთიანება; კათოლიკური ეკლესია; იუდეური გაერთიანება.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გადასაცემი თანხის რაოდენობა კი განისაზღვრება რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით. ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებისა და მოლოდინებისა, რელიგიის სააგენტო უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და კონფესიებიც დაპირებულ კონპესაციას იღებენ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, საინტერესო იქნება გავარკვიოთ  რამდენად სამართლიან გარემოში  მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა. „თბილისი თაიმსი“   გეგმავს საზოგადოებას გააცნოს თუ რამდენ წლიანი ისტორია აქვს თითოეულ ამ რელიგიურ მიმდინარეობას საქართველოში, რა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებენ ისინი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, მრევლის კეთილდღეობისა და ქვეყანაში სამართლიანი, ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფისთვის.

ამჯერად, ჩვენ კითხვებს პასუხობს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  საინფორმაციო  განყოფილების დირექტორი  სუსანა ხაჩატურიანი:

11787211_837542586342800_100162773_n

გვიამბეთ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის შესახებ, რამდენი წელია  რაც ის მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში?

– ისტორიული წყაროების მიხედვით, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია საქართველოში, როგორც ცალკე რელიგიური გაერთიანება, მოქმედებდა V საუკუნიდან. ეს დასტურდება X საუკუნის სომხურ ისტორიულ წყაროებში, სადაც აღნიშნულია, რომ V საუკუნეში ცურტავში იჯდა სომეხი ეპისკოპოსი. აღსანიშნავია, რომ ცურტავი სომხურენოვანი ეპარქია იყო მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო, სადაც საუკუნიდან მოყოლებული წმიდა შუშანიკის ბრძანებითსაეკლესიო ღვთისმსახურება სრულდებოდა სომხურ ენაზე.

ჯერ კიდევ VII საუკუნეში საქართველოს სომხურ  სათვისტომოს ხელმძღვანელობდნენ სომეხი   ეპისკოპოსები და მღვდლები. სომხებს ჰქონდათ თავიანთი ეკლესიები და სამლოცველოები. ვარაუდობენ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქია დაარსდა XII საუკუნეში მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს. XIII საუკუნიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო ქალაქ  თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესია.

11805651_837543836342675_1018385588_n

დღევანდელი მონაცემებით რამდენია თქვენი მრევლი და რა სახის ურთიერობა გაქვთ მათთან?

– საქართველოს სომეხთა ეპარქია ატარებს სომეხ მორწმუნეთა რეგისტრაცია. ეს სრულდება როგორც თბილისში, ასევე სომხებით დასახლებულ სხვა რეგიონებში. ეპარქია საკმაოდ დიდია და ე.წ. აღწერა გრძელდება. შეგვიძლია მხოლოდ დაახლოებითი მონაცემების მოწოდება. ჩვენი გათვლებით, აქ მცხოვრები სომხების რაოდენობა დაახლოებით 350 ათას აღწევსვგულისხმობ საქართველოს  სომხებს.

ეპარქიის ურთიერთობა თავის სამწყსოსთან გამსჭვალულია ქრისტიანული სიყვარულით, შეწყალებით, ეროვნული ტრადიციებით და წმიდა წიგნით. ჩვენი მიზანია სომეხი ქრისტიანის დაახლოება თავის  რწმენასთან, ადამიანური და სულიერი ფასეულობების  ქადაგება,  რაც დაეხმარება მას ღვთის  მცნებებით და ქრისტიანული რწმენით ცხოვრებაში.

11791872_837543743009351_2107063062_n

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს სომეხთა  სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია?

– დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას  აქვს თავისი პრობლემები. ეს უპირველეს ყოვლისა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ჩამორთმეული სომხური ეკლესიების და საეკლესიო ქონების საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების საკითხია. ჩვენ გამოვთვალეთ  და საარქივო ფაქტებით დავასაბუთეთ   საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული და მოქმედი სომხური ეკლესიებიდან, რომელთა რაოდენობა 442 იყო (მინდა აღვნიშნო, რომ ეს  ფაქტები აღებულია როგორც სომხური, ასევე ქართული წყაროებიდან) ბევრი მათგანი ნანგრევებად არის ქცეულიბევრი გაქართულებულიახელახლაა აკურთხ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერბევრი ეკლესიის ადგილას სხვა ობიექტები აშენებული.  ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ეკლესიები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ანუ საქართველოს სომხურ  სათვისტომოს.

ეპარქიას აღელვებს ასევე სომხური სათვისტომოს ქართულ საზოგადოებაში  ინტეგრაციის საკითხი, სახელმწიფო ენის არცოდნის საკითხი,  ქართული მედიის გულგრილობა რელიგიური და სათვისტომოს ღონისძიებებისა  და   მათი გაშუქებისადმი.

დამაფიქრებელია ასევე საქართველოს სომხური სათვისტომო არასათანადო წარმომადგენლობა სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე სომხურ სკოლებში სომხური სახელმძღვანელოების ნაკლებობა. მეორე წელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური სკოლების ბიბლიოთეკები არ ივსება სომხური სახელმძღვანელოებით.

11774539_837543739676018_304613939_n

როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან საქართველოში? რა ფორმით თანამშრომლობთ ერთმანეთთან?

– როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს სომეხთა  ეპარქია, როგორც საეკლესიო ერთეული, დაფიქსირდა  ჯერ კიდევ  მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს  და ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა   ქართულ  მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

სომხურმა და ქართულმა ეკლესიებმა გაიარეს ისტორიის რთული გზა, მაგრამ  ქრისტიანული მეგობრობა ურყევად შეინარჩუნეს. ჩვენი პრიორიტეტია, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობ  ქართველ ხალხთან, საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიასთან.

ურთიერთობები სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან ეფუძნება მეგობრულ, ქრისტიანულ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას. ვთანამშრომლობთ ლათინური წესის კათოლიკებთანევანგელურბაპტისტურ ეკლესიათანევნაგელისტურლუთერანულ ეკლესიასთანმუსლიმურ, ებრაულ  და სხვა თემებთან, როგორც ეკუმენურ, ასევე   ეროვნულ  სფეროებში.

როგორც მოგეხსენებათ, წელს აღინიშნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 100 წლისთავ. დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ხსენების  ღონისძიებები გაიმართა მოძმე  ეკლესიებშიც, ასევე  23 აპრილს, როდესაც მთელ მსოფლიოში სომხურ ეკლესიებში გაისმა მწუხარების მომასწავებელი ზარებიმილიონნახევარი სომეხი მოწამის მოსახსენიებლადროგორც გენოციდის დაგმობის მოწოდება, ეს ეკლესიები, თავიანთი ზარებითშეუერთდნენ სომეხთა ეკლესიას.

საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს რელიგიურ საკითხთა სააგენტოსთან მოქმედ რელიგიური საბჭოების წევრია. რელიგიური თანამშრომლობის სფეროში ეპარქია სხვა თემებთან ერთად ცდილობს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური შენობნაგებობების  დაბრუნებ. საჭიროებისამებრ, ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ მომხდარ სხვადასხვა მოვლენებზე. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ერთმანეთის რელიგიურ  დღესასწაულებში, კულტურულ  ღონისძიებებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

11805741_837543859676006_331657144_n

თქვენ იმ კონფესიების რიცხვში მოხვდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქვს თუ არა ეკლესიას სხვა შემოსავალი და რის ხარჯზე არსებობდა ის ვიდრე სახელმწიფო ამ პროგრამას განახორციელებდა?

– დიახ, 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოში მოქმედ ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, საქართველოს სომეხთა ეპარქია დაფინანსებას იღებს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ნაწილობრივ კომპენსაცია საბჭოთა პერიოდში ეპარქიისთვის  მიყენებული ზარალის.

მანამდე ჩვენი ეკლესია არსებობდა მორწმუნეთა შემოწირულობებით და  საეკლესიო ცერემონიალებიდან შემოსული სახსრებით, და მიუხედავად იმისა, რომ ეს სახსრები დიდ თანხას არ შეადგენდა, ეპარქია განაგრძობდა  თავის მისიას.

თუ გავითვალისწინებთ მორწმუნეთა რეალურ რიცხვს და ეპარქიის მოღვაწეობას, უსათუოდ დაფინენსების გაზრდის საკითხი დგას. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი ორგანოები სწორ მიდგომას გამოიყენებენ და საკითხი დადებითად გადაწყდება.

არის განსაზღვრული სახელმწიფოს მხრიდან თუ რაში უნდა გამოიყენოთ დაფინანსება? რაიმე შეზღუდვებს ხომ არ აწესებს ის?

– სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები იხარჯება რელიგიურ  საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში – სასულიერო მსახურთა ხელფასებსა და რელიგიური საქმიანობის განხორციელებაზე.  

ამ ყველაფრის შედეგად, სამღვდელოებას შესაძლებლობა ეძლევა ეწვიოს  სხვადასხვა თემებს, ადგილებზე საღმრთო ლიტურგიები აღავლინოს, აღადგინოს ძველი საეკლესიო და ქრისტიანული ტრადიციები, დღესასწაულები. მატერიალური რესურსები იხარჯება ხელფასებზე და ამგვარად წყდება ასევე სოციალური პრობლემა,  რამდენიმე ათეულ თანამშრომელ უხდით  ხელფას. 

11798295_837543746342684_676357089_n

რა ღონისძიებებს, პროექტებს განხორციელებთ ამ პროგრამის ფარგლებში? რამდენად სარგებლობს ამით სომხური ეკლესიის მრევლი? რა კეთდება მრევლის საკეთილდღეოდ?

– ამ პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება სარიტუალო  და რელიგიური შენობების აღდგენისა და მოვლის, რელიგიური და საგანმანათლებლო,  კულტურული საქმიანობა, სევე საყოფაცხოვრებო და სხვა საკითხების გადასაწყვეტად ხდება ხარჯების გაღება.

ეპარქიის მთელი მოღვაწეობა მიმართულია მორწმუნეების რწმენის გაძლიერების, მათი ეკლესიის გარშემო გაერთიანების მიზნისკენ. ეპარქიასთან მოქმედებს საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრები. ესენია:

  • “ჰაიარტუნ” ცენტრი“ და „კულტურისა და ხელოვნების  თუმანიანისეული ვერნატუნი“ თბილისში,
  • „ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის“ ცენტრი -ბათუმში,
  • „რაფაელ ჯავახ (ღარსლიან)“ ცენტრი – ნინოწმინდაში და სხვა.

ამ ცენტრებში მოქმედებს საბავშვო ბაღები, შემოქმედებითი წრეებისომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლებიახალგაზრდული გუნდები, ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლები, ვოკალურინსტრუმენტული ანსამბლები  და სხვა.

ყოველ კვირა დღეს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ამ ცენტრებში ეწყობა  ლექციები სხვადასხვა თემაზე. ესენი ეხება ისტორიას, რელიგიას და ლიტერატურას. თითქმის ყოველ კვირა ჩვენთან ეწყობა გამოფენები, ლიტერატურული დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საიუბილეო საღამოები და შეხვედრები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ “ჰაიარტუნ” ცენტრსა და სხვა დაწესებულებებში ხშირი სტუმრები არიან ჩვენი ქართველ მეგობრებიცნობილი მწერლები და კულტურისა და საზოგადო აქტივისტები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და წევრები და სხვა. ისინი არა მხოლოდ სტუმრობენ ჩვენთან, არამედ  მონაწილეობენ ჩვენს ღონისძიებებში, ვინაიდან ჩვენი საქმიანობის ერთერთი  მიმართულებ   სომხურქართულ ურთიერთობების განვითარება და გაღრმავებაა.

საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ძალიან აფასებს საქართველოს სომეხთა სულიერი საზოგადოება.  ეს ევროპული სტილის მუშაობის  შედეგია და   მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო ცდილობს წარსულიდან დაგროვილი პრობლემები გადაჭრას ისე, როგორც დამახასიათებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

11774767_837543749676017_418420882_n

როგორ შეაფასებდით რეილიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას? ხართ თუ არა კმაყოფილი მისი მუშაობით?

– დიახ, კმაყოფილი ვართ მათი მუშაობით და  ვთანამშრომლობთ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან. შეხვედრები გვქონდა თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სხვა თანამშრომლებთან. სააგენტოსთან საქმიანობა ხორციელდება საბჭოთა კავშირის დროს ეპარქიისთვის ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნების მიმართულებით. ვფიქრობთ,  2014 წელს დროული და საჭირო იყო საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული რელიგიური საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ეს არის რელიგიურ საზოგადოებათა ერთგვარი საელჩო  საქართველო ხელისუფლებასთან. საქართველოს სომეხთა ეპარქია კმაყოფილია სააგენტოსთან თანამშრომლობით.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ ახლა ჩვენი პრიორიტეტი არის თბილისშისურბ გევორგსაკათედრო ტაძრის საზეიმო გახსნის ცერემონია,  სამი წლის კაპიტალური რემონტის შემდეგ.  ეკლესია მე -13  საუკუნეშია აგებული, სრულად აღდგენილი  უნიკალური და  განუმეორებელი სილამაზის ფრესკებით და შთამბეჭდავი სახით.   ეკლესიის გახსნას ძალიან მაღალ დონეზე ვგეგმავთ. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ.

თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტოლერანტული გარემო ჩვენს ქვეყანაში უფრო განვითარდეს და გაუმჯობესდეს?

– ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოშია გაფანტული სომხური სათვისტომოები. სომხური დიასპორა მადლიერი და ერთგულია ამ ქვეყნების ხალხისა და სახელმწიფოსი. უმრავლესობა პატივს სცემს თავის რელიგიურ უმცირესობებს, რაც გამოიხატება დაკისრებული მრავალგვარი როლით. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ არა ერთმანეთ მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე, არამედ ერთმანეთი სიყვარულზე, პურ-მარილის გაყოფაზე, ერთმანეთის დარდისა და ტკივილის, სიხარულისა და მწუხარების გაზიარებაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, მიუხედავად მისი რელიგიური და ეთნიკური  კუთვნილებისა. ადამიანი ფასეულობაა, იგი  ქვეყნის მოქალაქეა,  ქვეყნის მცველი, ქვეყნის მიწის მეხრე და მოსახლეობის მკვებავი, ის, ვინც ლოცვას აღავლენს ქვეყნის მშვიდობისათვის.

უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად საჭოროა, რომ გვერდზე გადაიდოს ნაციონალიზმი და რელიგიური ექსტრემიზმი. უბრალოდ სიკეთით გვიყვარდეს ადამიანი და დაფასდეს თითოეული ერისა და რელიგიის წარმომადგენელი, ვინაიდან ამ ყველაფრით არის მდიდარი და ლამაზი ყოველი ჩვენგანის საყვარელი სამშობლო საქართველო.

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

Please follow and like us: