საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარებმა ეკონომიკურ საკითხებსა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას აფასებს.
შეხვედრაზე საუბარი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.