მიმდინარე წლის 30 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მათ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებისა და იანვარ-ივნისში მიღწეული ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას, კერძოდ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიის საკითხებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღინიშნა, სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამ მიმართულებით ბანკების აქტიური ჩართულობა.
მიღწეული შეთანხმებით, ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე.