მოდულის შენობაში დაკითხვისას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითმკვლელობა სცადა.
მან დაზიანებები მუცლის არეში მიიყენა. ბრალდებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღისა და ნარკოტიკების სამალავის საქმეზე, 19 ივნისს გამთენიისას 9 პირი დააკავეს. 3 მათგანი პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, 2 ყოფილი პოლიციელი, 2 სამინისტროს თანამშრომელი და ერთი ის პირი, რომელიც ადამიანებს უშუალოდ აუპატიურებდა.
გამოძიებამ, აგრეთვე, დაადგინა ის 2 პირი, რომელთა წამების ამსახველი კადრები სამალავში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი მათგანი საერთოდ არაა ნასამართლევი, ხოლო მეორეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის აქვს სასჯელი მოხდილი.
ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები მძიმე დანაშაულის აღიარებისა და სასურველი ჩვენების მიცემისთვის აწამეს. დღეს სასამართლომ დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხი უნდა განიხილოს.
21.06.13