კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 26-30 აგვისტოს თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი ბუქარესტში, “NETA”-ს საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება.
როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში, უცხოელი მაყურებლის წინაშე დასი სპექტაკლით “შუა ზაფხულის ღამის სიზმარი” წარსდგება.
უილიამ შექსპირის ცნობილ ნაწარმოებზე “(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი” შექმნილი სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია.