როგორც ფინანსთა მინისტრმა და საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა  განაცხადა, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რათა ხელი შეუწყოს მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავების სწრაფ და სამართლიან გადაწყვეტას, ასევე, გადამხდელთა უფლებების დაცვას.

მინისტრის თქმით, საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა მისი გადაწყვეტილება ქვეყნდება დავების განხილვის საბჭოს ვებ-გვერდზე. 

საბჭოს მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საბჭო ხელმძღვანელობს საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც ითვალისწინებს ერთნაირი გარემოებების პირობებში იდენტური გადაწყვეტილების მიღებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გადამხდელებს უკეთ გაეცნონ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მიდგომებს და სწორად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა.

დავების განხილვის საბჭოზე დღეს განხილული იქნა 21 საჩივარი, საიდანაც გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა 13 დავა, უარი ეთქვა 6 მომჩივანს, 2 საჩივარზე გადაიდო განხილვა.

დავების განხილვის საბჭოს მორიგი სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება.

21.06.13

Please follow and like us: