unnamed (5)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

როგორც “თბილისი თაიმსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და დასახეს მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე  ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სახელმწიფოს  წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების სამსახურის განვითარების ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრობლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა ორმხრივ ფორმატშიაშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა და გამოხატა საქართველოს მიერ არჩეული განვითარების კურსის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაბამისი მიმართულებებით.

Please follow and like us: