ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის.
“ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით.
დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას. წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას. იგი საქართველოს და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის. ის ასევე გააძლიერებს ნატო-სთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.