დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
გუშინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ეროვნული სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.