პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას განაახლებს. საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სხდომები მომდევნო კვირასვე გაიმართება.
ერთ-ერთი პირველი საკითხი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე დადებული ვეტოს დაძლევა იქნება.
ასევე “პროკურატურის შესახებ” კანონპროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობა გაგრძელდება.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეიქმნას საპროკურორო საბჭო, რომელსაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. საბოლოოდ კი მას პარლამენტი 6 წლის ვადით დაამტკიცებს.
მესამე მოსმენით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
კანონპროექტი საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირებას ითვალისწინებს.