შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ლევან გვაზავას ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის მიზეზებზე ოფიციალურად არ საუბრობენ. არაოფიციალურად კი ორი ვერსია ვრცელდება.
“კურიერის” ინფორმაციით, ოქროყანაში მომხდარი ინციდენტისას შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლევან გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი, რევაზ კალომლეწავი იმსხვერპლა, რის შემდეგაც გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.
მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ საღამოს ოქროყანაში მოხდა. ორივე პირს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მიყენებული.