შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მატჩის დასასრულამდე, მოძრაობა იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: ა. წერეთლის გამზირზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩამდე), გ. ცაბაძის ქუჩაზე სრულად (სანაპირო-გ.ცაბაძის ქუჩის კვეთიდან), ასევე დ. ყიფიანის და ს. მეტრეველის ქუჩებზე სრულად,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს “დინამო არენაზე” შოტლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.