linas-linkevicius-68023496საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვევა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს  მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის დროსაც  განიხილება მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი  შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

როგორც “თბილისი თაიმსს” ლიტვის საელჩოდან აცნობეს, კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტის ხაზზე არსებულ სახელმწიფოებში“ ერთად უმასპინძლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებს, აკადემიკოსებს როგორც საქართველოდან ასევე ევროპიდან და ამერიკიდან.

ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გაეცნობა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას.

მინისტრი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვა.

 

Please follow and like us: