პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს და, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული ცვლილება უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით.
“როგორც ცნობილია, პარლამენტში, დეპუტატთა 50%-ზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და, შესაბამისად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ამასთან დაკავშირებით, მე მინდა მივმართო თხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრეზიდენტმა