დღეს კომპიუტერიზაციის ეპოქაში, წიგნის აქტუალურობაზე და ოცდამეერთე საუკუნის ბავშვის და წიგნის ურთიერთობაზე, ასევე მშობლის ჩართულობაზე ამ პროცესში მწერალი, რატი ამაღლობელი ‘თბილისი თაიმსს“ ესაუბრა. მწერლის აცხადებს, რომ თანახმად ამაზონონის მონაცემებისა, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიაა, უკვე 2011 წლის მიწურულს გაყიდული ელეკტრო წიგნების რაოდენობამ გაუსწრო ნაბეჭდი წიგნების გაყიდვებს. „მსოფლიოში წიგნის მკითხველები უკვე ელეკტრო წიგნებით სარგებლობენ, ამა ფაქტს რასაკვირველია თავისი პლიუსები და მინუსების გააჩნია ბუნებრივია. რამდენიმე ასეული გრამის სიმძიმის მქონე ელეკტრო წამკითხველში ათასობით წიგნი ეტევა, ელეკტრო წიგნები უფრო მეტად ხელმისაწვდომია, მისი ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე ნაბეჭდი წიგნისა, მთავარია ადამიანს წიგნი უყვარდეს და სად წაიკითხავს იგი მას, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. საქართველოში სწორედ მკითხველის კრიზისია და არა ის რომ აქამდე დომინანტი ნაბეჭდი წიგნი იყო და ახლა იგი კომპიუტერმა ან ელეკტრო წიგნმა ჩაანაცვლა. ბავშვი მიმბაძველი არსებაა, წიგნის კითხვა უნარია, რომელიც ადამიანს ჩვევეაში გადასდის, ასეთი უნარ-ჩვევა პირველ ყოვლის ბავშვის მშობლებს უნდა გააჩნდეთ, ბავშვი ხედავს საკუთარ მშობლებს წიგნთნ ერთად – სავარაუდოა რომ თავად ბავშვიც გაიმეორებს მიბაძავს მშობლების მშობლების სიყვარულს წიგნისადმი. ხოლო თუ მას არასდროს არ უხილავს საკუთარი მშობელი გადაშლილი წიგნით ხელში, არა მგონია, რომ მან ასეთი მშობლებისგან რაიმე პრეტენზია რჩევა მიიღოს მათან, ნებისმიერი გარჯა და ჩარევა უარგუმენტო და ამაო იქნება მშობლების მხრიდან. ასე რომ ყოველი აღზრდა ერთგვარი თვითაღზრდაა,“ – აღნიშნავს რატი ამაღლობელი. 24.06.13 აჩიკო კერესელიძე