საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 -%-ით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მაისში 1878 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო  სავაჭრო ბრუნვის 48 %-ი შეადგინა.

2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1001 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 161 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 5%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (13 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26%-ი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 16 %-ი და იმპორტში 29 %-ი. (2012 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 28, 18 და 31 %-ი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო  დეფიციტის 36 %-ი (2012 წლის იანვარ-მაისში 37 %-ი).

საქასტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-მაისში 1284 მლნ. აშშდოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 3 %-ით მეტი). აქედან ექსპორტმა 554 მლნ. აშშ დოლარს (22 %-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 730 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (8 პ%-ით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 %-ი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 %-ი და იმპორტში 25%-ი. (2012 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 31, 47 და 26 %-ი).

დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 %-ი (2012 წლის იანვარ–მაისში 16 %-ი). 2013 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 48 %-ით  შემცირდა.

2013 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 %-ი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (574 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (508 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (279 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 %-ი.

ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 105 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 %-ს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 50 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 %-ი შეადგინა.უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-მაისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 323 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 %-ი შეადგინა.

მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 284 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 %-ი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 %-ი).

24.06.13

Please follow and like us: