საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ილირ მეტას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
ქვეყნის პირველმა პირმა ილირ მეტას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.