ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ.

გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით , მისთვის, ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება.

ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 22 ივნისს განაცხადა.

კბილაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

“სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე”, – აღნიშნა კბილაშვილმა.

24.06.13

Please follow and like us: