19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
1 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

11216846_10153008633475899_6410831954700478006_nვიცე-პრემიერის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

საუბრისას მხარეებმა აგრეთვე ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მიმოიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სხდომაზე საქართველოს მხარის მონაწილეობის საკითხი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ჩატარების მნიშვნელობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

Please follow and like us: