საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ჯაწვლიანის განცხადებით, კანონში გარკვეული ტერმინების დაზუსტება უნდა მოხდეს. დეპუტატს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას პარლამენტარების უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
“შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ჩვლილებები, მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, რათა მომავალში ვერაფრით ვეღარ დაშენდეს მასზე ერთსქესიანი ქორწინება, მათ მიერ ბავშვის აყვანა და ა.შ. იმედს გამოვთქვამ, დეპუტატები მხარს დაუჭეერენ ამ ინიციატივას და თუნდაც დღეს არ გავიდეს ეს კანონი, მომავალში მაინც შევქმნით პრეცენდენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ პარლამენტში ისე ფიქრობს, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და ბატონი გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება ერთმანეთთან. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა ვთხოვო მის მეგობრებს, რომ გადასცენ, თუ ამ ცვლილებებს ბატონი გიორგი ბარამიძე დაუჭერს მხარს, თუ მისი სურვილი იქნება რა თქმა უნდა, მე მისი მეგობარი გავხდები, თუ არ იქნება მისი სურვილი და დაუჭერს მხარს, მე ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.