ლონდონში რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობის აღსანიშნავად, ქართული კულტურული პროგრამა გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 სექტემბერს, ლონდონში, ჰიბერნია უორფზე, რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობის აღსანიშნავად, ქართული კულტურული პროგრამა გაიმართება. კონცერტს გამართავს ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” და ანსამბლი “შვიდკაცა”. ასევე, ჩატარდება ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების -“ქართული სუვენირების” გამოფენა; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო.