კინოთეატრ “ამირანში” დღეს გიორგი გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია ტელესპექტაკლ “რკინის ბიჭების” ჩვენებით შედგება.
ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. სამინისტროს ცნობით, გიორგი გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრი 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები არიან თეატრმცოდნეები ვასილ კიკნაძე, ნერონ აბულაძე, რეჟისორები კოტე აბაშიძე, გიორგი სიხარულიძე და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი.
რაც შეეხება ტელესპექტაკლ “რკინის ბიჭებს”, მისი დამდგმელი რეჟისორი კოტე აბაშიძეა, მხატვარი – მაია სხირტლაძე, მუსიკალური გაფორმება – ანი მურღულია, გადაღების რეჟისორი – იოსებ ხუჭუა.