ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წაყენებული ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება.

მერაბიშვილი გირგვლიანის ეპიზოდზე სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 19 ივნისს დაკითხეს. მისი ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ აზრი არ აქვს მისგან რაიმეს თქმას, რადგან იგი პოლიტიკური პატიმარია და ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დღეს კი, ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში წარუდგინეს.

 

24.06.13

Please follow and like us: