თურქეთის სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგებლები წარსულში ღიად აცხადებდნენ, რომ ქვეყანას პარტიზანულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან პრობლემები ყოველთვის ჰქონდა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ და დანაშაულებრივი ფაქტების სწრაფად აღკვეთამ ეს პროცესები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად აღკვეთა.
ზაფხულის მიწურულს დედაქალაქში ტერაქტებისა და გასროლის ხმამ იმატა. სამწუხარო ის არის, რომ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ხდება თურქ სამხედროებთან და სამართალდამცავებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.
ვითარების განსამუხტავად ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, ჯერ კიდევ, ზაფხულის თვეში შეხვედრა გამართა. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თნახმად, აუცილებელია რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს, იმ შემთხვევაში თუ, ხელმომწერი ქვეყანა ჩათვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
29 სექტემბრის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის დაძაბულობის მატების შედეგად, თურქეთის მთავრობა ჩრდილოეთ ერაყში ამბოხებულების ბანაკების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების გატარებას მოითხოვს.
BBC-ის ცნობით, დასავლელი ექსპერტებისთვის თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ადამიანურ თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსების დაკარგვასთან ერთად, თურქეთს მხარს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც უჭერს.
ნატო, ჯერ კიდევ, აგვისტოს შუა რიცხვებში უჭრდა მხარს თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთ საზღვრის გასწვრივ წესრიგის შესანარჩუნებლად. BBC-ი ციტირებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას:
„ნატო ყურადღებით აკვირდება არსებულ ვითარებას თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ჩვენი თურქი პარტნიორების მიმართ.“
ამ განცხადებას ქურთი ამბოხებულებისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, ისინი სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ ონლაინ მედიის საშუალებით და ამბობენ, რომ სამხედრო პოზიციები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა თურქეთის მიერ დაბომბილ იქნა. მათივე თქმით, ასევე თურქეთის ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, პირველ რიგში, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.
კვირის დასაწყისში თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ქურთი მუშათა პარტიის ბაზები დაბომბა.
თურქული მხარე აცხადებს, რომ მთავრობის მცდელობა, 26 წლიანი კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო, სამწუხაროდ, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
BBC-ი ცნობით, თურქეთის მარცხს, ერაყის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ქურთ მეამბოხეებთან ბრძოლაში, ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებიც განსაზღვრავენ,
ოფიციალური ანკარა ეჭვობს, რომ იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ ერაყელი ქურთები ქურთთა რეგიონალური მთავრობის დაქვემდებარებაში არიან, მათ თურქეთში მცხოვრებ ქურთებზე ერთგვარი გავლენა მაინც აქვთ. ამას თან ისიც ერთვის, რომ ორ ქვეყანაში მცხოვრებ ქურთებს შორის ურთიერთობა დიპლომატიურმა კავშირმაც გააძლიერა.
უნდა ითქვას, რომ აღმდგარია სავაჭრო ურთიერთობებიც. დასავლელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნატოს ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თურქეთი აშშ-სგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.
ბოლო მონაცემებით, უშუალოდ თურქეთის მასშტაბით, ქურთების პარტიის ოფისები, მათი მომხრე მედია საშუალებები და ქურთების კუთვნილი მაღაზიები დარბეულია. შეჩერებულია ქურთულ პროვინციებში თურქეთის სხვა ქალაქებიდან საჰაერო მიმოსვლაც. ამას თან სდევს ის ფაქტიც, რომ ქურთული პროვინციიდან მომავალ ავტობუსებზე გახშირებულია თავდასხმები.
ბრიტანული გამოცემა სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ ანტიქურთული მოძრაობა ინტერნეტის მეშვეობით შეიქმნა. მოძრაობამ, რომელის წევრიც სამასზე მეტი ნაციონალისტია ქურთების კუთვნილი ასამდე შენობა დაარბიეს.
აშშ ნატო-სგან განსხვავებით, მკვეთრად მოუწოდებს თურქეთს, რომ დროთა განმავლობაში სამხედრო ოპერაციები შეაჩეროს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დაიწყოს. თურქეთისთვის კი მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დროისთვის სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად, ანკარა საერთაშორისო ანტიტერორისტულ კანონს იყენებს და ქვეყანაში მცხოვრებ პროქურთული პარტიის წევრებს აპატიმრებს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ანკარამ ქურთების რეგიონალურ მთავრობას ორასამდე ქურთი მეამბოხის გვარი გადაუგზავნა და მათი თურქეთისთის გადაცემა მოითხოვა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე