დღეს უცხოეთიდან შემოსული მრავალი სექტა მოქმედებს საქართველოში, რომლებმაც საკმაოდ მოიკიდეს ფეხი საზოგადოებაში. ვფიქრობ, თანამედროვეობა, ე.წ. გლობალიზაციის პროცესი მათ შემოდინებასა და გავრცელებას გარდაუვალს ხდის. თუმცა, სწორედ იგივე პროცესები გვაძლევს შესაძლებლობას კარგად ვიცოდეთ თუ რა არის სექტა, რას ეფუძნება მათი სწავლება, რას ქადაგებენ და ზოგადად როგორია მათი წარმომავლობა იმისთვის, რომ არ მოვექცეთ ვინმეს გავლენის ქვეშ. ცოდნა გვაძლევს „იმუნიტეტს“ შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება. „თბილისი თაიმსის“ ამ სტატიის მიზანიც აღნიშნულ თემის ირგვლივ, საზოგადოებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდებაა.

სიტყვა „სექტის“ ეტიმოლოგიისა და წარმომავლობის შესახებ, მის ზოგად კლასიფიკაციაზე, მათი მანიპულაციის მეთოდებსა თუ საეირთო მახასიათებლებზე თბილისის აკადემია-სემინარიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე გვესაუბრება:

დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე

მამა იაკობ, გვესაუბრეთ სიტყვა „სექტის“ ეტიმოლოგიისა და წარმომავლობის შესახებ?

– სიტყვა „სექტა“ (secta) არის ლათინური სინონიმი ბერძნული სიტყვისა „ერესი“. მას აქვს ორი შესაძლო წარმომავლობა „sectare“-გაყოფა, მოკვეთა; „sequi“-ვინმესადმი მიმდევრობა, დამორჩილება, მსახურება.

„სექტა“ გამოიყენებოდა ლათინურენოვან დასავლეთ რომში, ხოლო ბერძნულენოვან აღმოსავლეთ რომში იგივე მნიშვნელობას აღნიშნავდა „ერესი“. დღესაც, ბერძნულენოვან საღვთისმეტყველო ლიტერატურაში „ერესებს“ უწოდებენ „სექტებს“, ხოლო ტერმინი „სექტოლოგიის“ ნაცვლად გამოიყენება „თანამედროვე ერესები“.

თავდაპირველად, იგი ნიშნავდა ფილოსოფიურ-რელიგიური ცრუ მოძღვრების მიმდევარ  სკოლას. ასევე, სექტებად მოიხსენიებდნენ კეისრის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ჯუფებს. ქრისტეშობის შემდეგ, ტერმინი „სექტა“ გამოიყენება ძირითადი რელიგიური მიმდინარეობებიდან სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით გამოყოფილი ჯგუფების აღსანიშნად.

რეფორმაციის შემდეგ, მე-17 საუკუნიდან მოხდა სიტყვების „სექტა“ და „ერესის“ დიფერენციაციაერესებად, ერეტიკოსებად  იწოდებოდნენ  უფრო სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, რომელთა მოძღვრება გარკვეულ დოგმატურ საკითხებში განსხვავდებოდა, ხოლო ამ ერესებიდან განდგომილი ჯგუფები უკვე არიან სექტები.

ბიბლიაშიც, (ვგულისხმობ ლათინურენოვან ბიბლიას)  გვხვდება ტერმინი „სექტა“, რაც განდგომილს ნიშნავს, ხოლო ბერძნულენოვანში მის ნაცვლად „ერესი“ მოიხსენიება.

ტერმინი „სექტა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება კონონმდებლობითი განსაზღვრებით. მაგ. საფრანგეთში, იტალიაში სექტებად იწოდებიან ის ორგანიზაციები, პოლიტიკური თუ რელიგიური, რომელებიც თავიანთი მიზნის მიღწევის საშუალებებში იყენებენ ფსიქოლოგიური მანიპულაციის, ძალმომრეობის ხერხებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „სექტა“ არ არის შეურაცხყოფის მიმყენებელივინმეს პიროვნული ღირსების შემლახავი, დამაკნინებელი. თუმცა, იგი მკაცრი ტერმინია და  ამხელს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ცდომილებას ღმერთთან მიმართებაში, რომლებიც დაადგნენ არაღმერთისკენ მიმავალ, ბოროტისგან ინსპირირებულ გზას. ამას ადასტურებს ეკლესიაში დამკვიდრებული მისი  საღვთისმეტყველე განსაზღვრებაც:

„სექტა“ არის რელიგიური თვალსაზრისით ერთმანეთთან ერთობაში მყოფი ადამიანების ორგანიზირებული საზოგადოება, რომელიც არ არის სარწმუნოებრივ ერთობაში მართმადიდებელ ეკლესიასთან, თავისი სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის არასაეკლესიო განმარტებებს და ამახინჯებს არათუ ცალკეულ დოგმატებს (როგორც ერესი) არამედ ძირეულად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას.

როგორია სექტების ზოგადი კლასიფიკაცია?

– ისინი ორი პრინციპით კლასიფიცირდება:

       I.  სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების საფუძველზე, რომელიც იყოფა სამ ჯგუფად. ესენია:

  • ბიბლიური სექტები – ცდილობენ დაიცვან მოსეს რჯულის წესები და უპირატესობას ანიჭებენ ძველაღთქმისეულ სწავლებას.
  • ევანგელისტური სექტები-არამართებულად ესმით ძვ. აღთქმის გაუქმება,
  • დამატებით საკუთარი საიდუმლო „წმ. წერილების“ მქონე სექტები.

    II. რელიგიურ ჭეშმარიტებათა ათვისებისა და გადმოცემის მეთოდებიდან გამომდინარე სექტები  იყოფა ორ ჯგუფად:

  • რაციონალისტური სექტები – გონებას თვლიან ერთადერთ შუამავლად გამოცხადებისა და ადამიანის ცნობიერებას შორის.
  • მისტიური მიმართულების სექტები – სწამთ, რომ გამოცხადება ადამიანს შეიძლება მიეცეთ გამოუთქმელად, საიდუმლოდ.

თანამედროვე ანტისექტანტურ ლიტერატურაში შემოღებულ იქნა სექტების შემდეგ სახის დაყოფა:

  • ტოტალიტარული,
  • არატოტალიტარული.

მამაო, რას ქადაგებენ სექტანეტბი, რა საერთო მახასიათბელები აქვს და რას უარყოფს მათი სწავლება?

– მიუხედავათ სექტების ერთმანეთისგან განსხვავებულობისა, ერთი „სული“ აქვთ მათ მოძღვრებას. ახასიათებთ სარწმუოებრივი სწავლა-მოძღვრების წყაროებისადმი, ეკლესიის საიდუმლოებების, მათ შორის იერარქებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და  ბიბლიის თვითნებური განმარტება.

ყველა ქადაგებს, რომ ისინი მართმადიდებლობისგან განსხვავებით ასწავლიან და იქცევიან ისე, როგორც ასწავლის წმ. წერილი და ცდილობენ დაამტკიცონ მართმადიდებლური ეკლესიის მიერ ჭეშმარიტი რწმენის ვითომდა დამახინჯების შესახებ, ბიბლიიდან კონკრეტულ მუხლებზე მითითებით. სინამდვილეში ისინი ქადაგებენ წმ. წერილის მათეულ გაგებასა და განმარტებას. მათი თვითნებური დამოკიდეულება ვლინდება შემდეგში:

  • არ ღებულობენ მთლიანობაში ძველაღთქმისეულ სარწმუნოებრივ სწავლამოძღვრებას, ზოგიერთი მათგანი,
  • როგორც მოგვიანებით ჩამატებულს, უარყოფს ახალი აღთქმის წიგნების ზოგიერთი მუხლის მართებულობას,
  • უარყოფენ და მიუღებლად მიაჩნიათ ბიბლიის არაკანონიკური წიგნები.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული სექტები: ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, იაჰოვას ორგანიზაციის წარმომადგენლები უარყოფენ:

  •  საღმრთო გადმოცემას,
  •  ნათლობას, ზიარებას, წეს-ჩვეულებებს,
  • მღვდელმსახურებას,
  • სიწმინდეების მიმართ თაყვანისცემით-პატივისემას,
  • სატაძრო ღვთისმსახურებას.
  • წმ. ჯვრის თაყვანისცემას,
  • წმინდანებს, მათ თაყვანისცემას, მათ მეოხებას ჩვენთვის,
  • მიცვალებულთათვის ლოცვას.

ისინი ქრისტეს ეკლესიის სწავლებას ამახინჯებენ ანუ  თვლიან, რომ ქრისტეს ეკლესია დაარსების შემდეგ მალევე, ეშმაკის ზეწოლის ქვეშ მოექცა და მისი ერთობა დაირღვა. ბჭენი ჯოჯოხეთისანი მოერია. ამის მაგალითად მიაჩნიათ სასულიერო იაერარქია. სინამდვილეში არაერთგზის სახარებაშიც, მოციქულთა ეპისტოლეებშიც, გხვდება დასტური, რომ ეკლესია თავის დაარესებიდან მარადიულია. ონტოლოგიური მნიშვნელობით ის  ქრისტეს სხეულად იწოდება„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“-ბრძანებს უფალი.

უარყოფენ ეროვნული სახელმწიფოების არსებობას, ტრადიციებს, სამხედრო სამსახურს, დროშისადმი პატივისცემას, დაბადებისდღის აღნიშვნის ტრადიციას.  უარყოფთად უყურებენ იარაღით სამშობლოს დაცვას და მას კაცის კვლას უტოლებენ. გმობენ სისხლის გადასხმას, რამაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და ა.შ. ყველა საკითხში ფსევდობიბლიური არგუმნეტაცია აქვთ.

როგორ ხდება  სექტანტური მოძღვრების  პოპულარიზაცია?

– მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისუფალია კეთილსა და ბოროტს შორის  არჩევანის გაკეთებაში, ეშმაკს მიეცა შესაძლებლობა გარკვეული აზრები მიაწოდოს მათ. ადამიანი კი რომელმაც არ იცის უფალი, არ არის კარგად გათვითცნობიერებული სარწმუნოებრივ საკითხებში, არ იცნობს წმ. წერილის ჭეშმარიტ, მართმადიდებლურ განმარტებას ხდებიან სექტანტური მოძღვრების გავლენის ქვეშ.

სექტების პოპულარიზაცია  გავრცელება ხდება ფსიქოლოგიური მანუპილაციისა და იძულების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ისინი თავიანთ შეხედულებებს, მოძღვრებებს სთავაზობს ადამიანებს, მათ ერევათ ეს საკუთარ აზრებში, იხიბლებიან ამით და  დიდი წაარმოდგენა უჩნდებათ საკუთარ თავზე. რის საფუძველზეც ქმნიან თავიანთ მოძღვრებას. სინამდვილეში თავიანთი სწავლებით ისინი ღმერთთან კავშირს კი არ ამყარებენ, არამედ ეშმაკთან.

ისინი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ თავიანთ ბროშურებს, ქუჩებში აჩერებენ ადამიანებს და ცდილობენ შესთავაზონ  თავიანთი დარიგებები, დადიან კარდაკარ „საქადაგებლად“. ისეთი მეთოდები აქვთ, რომ სინდისიერ ადამიანს ეუხერხულოს უარის თქმა, გული არ ვატკინო, არ ვაწყენინო და უსმენენ, ისინიც  ახერხებენ ადამიანების მოტყუებას.

რატომ უკავშირდებიან სექტებს და რა გავლენას ახედენს მათი სწავლება ადამიანზე?

– ყველა ადამიანს აქვს რელიგიური მოთხოვნილება, ისიც კი ვინც ამას უარყოფს. ათეიზმიც კი რწმენაა, ღმერთის უარყოფის რწმენა. რწმენითი ცხოვრება უნდა ადამიანს და თავად ღმერთის გმობაშიც ჩანს, რომ ის  თავის პოზიციას აფიქსირებს, ოღონდ უარყოფითს. ამ მოთხოვნილების არასწორი გზით დაკმაყოფილება არის სექტაში შესვლა. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანები იხიბლებიან უცხო ხილით.

ღმერთმა ადამიანი შექმნა განღმრთობისთვის. ესაა ქრისტიანული მოძღვრების ცენტრალური აზრი. ბერძნულად თეოზისი. თეოზისი არის გული. სწორედ ამიტომ განკაცდა ღმერთი. ღმერთი გახდა კაცი, რომ კაცი გახადოს ღმერთი, ოღონდ არა არსით არამედ მადლით. მან გამოგვიხსნა ეშმაკისგან და განგვაღმრთო. ჩვენ ვისწრაფით უფალთან ყოფნისთვის, ეს ჩვენში ჩადებულია. „შეგვქმენი შენთვის, ჩვენი გული შფოთვენ და სწუხან, მანამ სანამ არ დამშვიდდებიან შენში“ ამბობს ნეტარ ავგუსტინე. როგორც ადრე, სამოთხეში ეშმაკმა ადამიანს ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილების დამახინჯებული გზით დაკმაყოფილებისკენ უბიძგა, კერძოდ, ღმერთად ყოფნის, განღმრთობის მისწრაფება ჩაუნერგა. ახლაც, სექტები  სთავაზობენ განღმრთობას. ადამიანი ამით ცდუნდა დ ა ღმერთთან ერთობის გარეშე მოინდომა ამის მიღწევა. ავიწყდებათ, რომ „უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია“. იწყებენ უფასო ლიტერატურის გამორთმევას, გაკვეთილების მოსმენას. თავიდან ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ არ გახდება მათი წევრი, მაგრამ როცა ალტერნატივა არ იცის, არ იცის მართმადიდებლური მოძღვრება, ბიბლიური საფუძვლები, სამოციქულო სწავლება, მაშინ ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. სექტანტები თავიდან არ აჩენენ  საკუთარ სახეს, რბილად სთავაზობენ თავიანთ სწავლებას, სიყვარულით ბომბარდირებენ და ნელ-ნელა ჩამოაშორებენ ადამიანს ოჯახს, წყვეტენ საზოგადოებისგან და ა.შ. ბოლოს კი ვალდებულებას აკისრებენ.

სექტანტური სწავლება ეროვნული ხედვის საწინააღმდეგოა. ადამიანის სული, სხეული, ოჯახი და მერე სახელმწიფო  ერთმანეთთან კავშირშია. ცრუ მსოფლმხედველობა ბადებს ცრუ მორალს, ცრუ იდიალებს, გაუკუღმართებულ შთაგონებებს,  რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრამვებს აყენებს. ცრუ მოძღვრების გზით ადამიანები უკავშირდებიან არაა ღმერთს არამედ ეშმაკს.  რაც სულ მცირე მათ საზოგადოებისგან პარალიზებას ახდენს ან აყალიბებს დესტრუქციულ ძალად, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგ. მათი მოძღვრება ზნეობრივ მსოფლმხედველობით ცდომილებებს ბადებენ.

მამაო იაკობ, არსებობს მსგავსი ორგანიზაციების აკრძალვის რაიმე გზა? როგორ ავარიდოთ თავი სექტების გავლენას?

– სექტანტური სწავლების გასაუბრების აკრძალვას ვერ შევძლებთ იმიტომ, რომ ეს არის სიტყვის, რელიგიის თავისუფლება. სექტებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სექტანტური ცრუმოძღრების მამხილებელი საუბრები.

სექტების შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური მოწოდებების წინააღმდეგ დამსჯელი ზომების მიღება სამართალდამცავთა უფლებაა. ადამიანს მხოლოდ შეუძლია მოუწოდოს სახელმწიფოს არ დაუშვას მსგავსი იდეების პროპაგანდა.

თავად ადამიანმაც თავისი პრიორიტეტები უნდა  დახაზოს და თაქვას: მე მონათლული ვარ მართმადიდებლად და თუ მოვისმენ, გავეცნობი  რაიმეს ეს იქნება მართმადიდებლური მოძღვრება და შემდეგ მის შუქზე გაეცნოს იმ ცრუ, ფსევდომოძღვრებებს, რადგან სექტანტები „მომღიმარი სახეებით აცდენენ  უმანკოთა გულებს“, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს.

ასევე, მნიშვნელოვანია თავისი ერის ისტორია იცოდეს ადამიანმა, სიყვარული ჰქონდეს წინაპრების, მათი ვინც მართმადიდებლობისთვის თავი გასწირეს.

და საკვირვებელია, რომ სექტები ფსევდო სათაურებით აწყობენ ხოლმე სხვადასხვა შეხვედრებს: ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისათვის, ფსიქოლოგოიური განკურნებისთვის. მაგრამ სინამდვილეში გატყუებენ, გთავაზობენ გარკვეულ მსოფლმხედველობას, გარკვეულ რიტუალებში გრთავენ. ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს რისთვის მიდის ასეთ შეკრებაზე, კონსულტაციებისთვის და არა თუ რელიგირი მოძღვრების მისაღებათ. განასხვაოს, რომ სხვა თემაზე გადავიდა საუბარი და დატოვოთ შეხვედრა.  თუ გააჩერეს ქუჩაში და დაუწყეს სწავლება მიახვედროს, რომ ეს თავსმოხვევა. და თუ მაინც, მოისმინა მათი სწავლება და „მოიწამლა“,  იმიტომ რომ არ იცნობს ბიბლიას, არ უსმენს ქადაგებებს, მივიდეს ეკლესიაში სასულიერო პირთან და მათგან მიიღებს სწორ პასუხს ყველა კითხვაზე.

ძალიან დიდი ეფექტურობა აქვს ბიბლიის და მართმადიდებლური მოძღვრების კარგად ცოდნას, როცა ასეთ ადამიანებთან იწყებენ საუბარს ისინი მკვეთრად კარგავენ ინტერესს საუბრის გაგრძელების.

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Please follow and like us: