სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ სამი ადამიანი.
BBC-ის ცნობით, დაიღუპულთა ნაწილი, გვირაბებისა და მიწისქვეშა სადგომებში, საკუთარ მანქანებში დაიხრჩო. სამი ხნიერი ადამიანი კი ქალაქ ანტიბის მახლობლად, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. ფრანგულ რივიერას ძლიერი წვიმა თავს შაბათს დაატყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ნიცაში მხოლოდ ორი დღის მანძილზე ნალექის წლიურიუ საშუალო ოდენობის 10% მოვიდა. დაიტბორა კანის ქუჩები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანას მიუსამძიმრა და მაშველებს გაწეული მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა.