საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძს რუსეთის სამხედრო კომისარიატში, სამხედრო აღრიცხვის მონაცემების დაზუსტების მიზნით იბარებენ.
აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ საიტებზე ვრცელდება, რომელსაც თან კახა ცხადაძის კომისარიატში დაბარების დოკუმენტის ფოტოც ერთვის. მოსკოვის კომისარიატმა „მოსაწვევი“ იმ მისამართზე გააგზავნა, სადაც კახა ცხადაძე 2000 წლიდან აღარ ცხოვრობს. ბინა, რომელიც კახა ცხადაძეს მოსკოვის „დინამომ“ მისცა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა 15 წლის წინ გაყიდა.
კახა ცხადაძე 2014 წლიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ქართველი ფეხბურთელები ევრო-2016 შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.