სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად აწარმოებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლს.
როგორც “თბილისი თაიმსს” სურსათის სააგენტოდან აცნობეს, გამკაცრებული კონტროლის შედეგად მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ფალსიფიცირებული, ვადაგასული და არარეგისტრირებული ქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები. თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სპეციალიზებული მაღაზიებიდან აღებული და გამოკვლეული 170 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ათში, მათ შორის 4 ნიმუში გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა, ხოლო 6 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეტიკეტირების წესის დარღვევას, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. შემცირდა ასევე პესტიციდების არაორგანიზებული რეალიზაცია სახლების ეზოებიდან და ბაზრობებზე; მოწესრიგდა მარკირება, სანიტარიული ნორმები და შენახვის პირობები.
ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი ხარისხიანი და უვნებელი მოსავლის მიღების გარანტია.