ამ წუთებში მსოფლიოს ყურადღება მიმართულია აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. ბოლო დღეების მოვლენებმა, ტერაქტმა თურქეთში და რუსეთის ჩაბმამ სამხედრო პროცესებში საგარეო პოლიტიკური პროცესები საგრძნობლად შეცვალა. ამასთანავე, ისლამური სახელმწიფო კვლავ რჩება მსოფლიო საზოგადოების საფრთხედ, რომლის წინააღმდეგ დღითიდღე მეტი ქვეყანა ერთიანდება. საინტერესოა ოფიციალური მოსკოვის ბოლო განცხადებაც, მათი თქმით, რუსეთს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება.
ამ მოვლენებიდან გამომდინარე ეკონომისტთა ერთი ნაწილის თქმით, პოლიტიკური პროცესების ცვლილებამ არასახარბიელო გავლენა იქონია ეკონომიკურ პროცესებზე. მეორე მხარე ფიქრობს,რომ მსოფლიო სავაჭრო ინდექსი ისედაც არ გაუმჯობესებულა საგრძნობლად ზაფხულის შემდეგ.
ბოლო მონაცემებით, შეერთებული შტატებისა და აზიური ქვეყნების საფონდო ინდექსები დაეცა.
The economist – ის ინფორმაციით, „დოუ ჯონსის“ ინდექსი (Dow Jones Industrial Average) 31 სექტემბრის თვის ბოლო ვაჭრობის შედეგად დაახლოებით, ორასამდე პუნქტით დაეცა, პროცენტებში ეს მაჩვენებელი 0,7-ით განისაზღვრა. საერთო ჯამში კი კომპანიის ინდექსის ვარდნამ 6,5 % შეადგინა. ექსპერტების შეფასებით ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 17 წლის განმავლობაში.
დღეისათვის მსოფლიოში 200-მდე საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს. მათ საფონდო ბრუნვის პროცესში წამყვანი როლი უკავიათ. სწორედ ასეთი საფონდო ბირჟები წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის რეგულატორებსა და ინდიკატორებს. ამიტომ ექსპერტებს კითხვაზე თუ, რატომ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც „დოუ ჯონსის“ ინდექსი – პასუხი ცალსახაა.
საფონდო ბირჟების წარმოშობა დამოკიდებულია განვითარებული და ფორმულირებული სავაჭრო-სამომხარებლო და ინდუსტრიული სტრუქტურაზე, რასაც თავის მხრივ განვითარებად ქვეყნებში ვხვდებით.
სიტუაცია კონტროლიდან გამოსულია დასავლეთში არსებულ სხვა, 13 საფონდო ბირჟაზეც. ნიუ-იორკის საფონდო ბიჟა, რომელის წილზეც მოდის მსოფლიოს დანარჩენი ბირჟების მთლიანი ბრუნვის ნახევარზე მეტი ოქტომბრის თვის ბოლოს საგანგებო განცხადების გავრცელებას აპირებს.
სექტემბრის დასაწყისში 6,3%-ით ადაეცა Standard&Poor’s – ის ინდექსი. 2012 წლის მაისიდან მოყოლებული ეს მაქსიმალურ ნიშნულად შეაფასეს. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბირჟას NASDAQ (National Association of Securities Dealers Automated Quotation) – ეს ბირჟა სპეციალიზდება მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე, თუნდაც პროგრამული უზრუნველყოფის სფერო, ელექტრონიკა ან სხვა. 14 წლის განმავლობაში პირველად, მიმდინარე წლის აგვისტოში ამ ბირჟას ყველაზე სუსტი შედეგი დაუფიქსირდა.
ერთ-ერთი პრობლემა ექსპერტების აზრით, სასაქონლო ბაზრებია, რომელზეც ფასების ვარდნა ერთი წლის წინ სოფლის მეურნეობისა და მეტალების პროდუქტების ფასების შემცირებით დაიწყო, ამ პროცესებს 2014 წლიდან ნავთობიც შეუერთდა. 2015 წლის დასაწყისში ენერგო მატარებლის, მეტალებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ფასის შემცირება 28 %-დან დაიწყო და ყველაზე დაბალ ნიშნული 5%-იანი კლების შემდეგ მიიღო.
საინტერესოა ისიც, რომ განსაკუთრებული ჭარბი მიწოდების მიზეზით, მსოფლიო ბანკის ექსპერტები 2015 წლის ბოლოსაც ვარაუდობენ ფასების შემცირებას. საგულისხმოა საბერძნეთის „როლიც“ ამ პროცესებში. ანალიტიკოსების შემცირებით ქვეყნის ევროზონიდან გასვლის შესაძლებლობის პირობებში ინვესტორები შეეცდებოდნენ დაბალი რისკის აქტივებში გადასვლას. 10 წლიანი ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა ევროზონაში მიმდინარე პროცესებმა 11 პუნქტით შეამცირა და 2,28% შეადგინა.
საბერძნეთის რეფერენდუმმა არა მხოლოდ დასავლეთის,არამედ აზიის საფონდო ინდექსების ვარდნაც გამოიწვია. შანხაის საფონდო ბირჟები Shanghai Composite და Hang Seng Index არსებობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულს დაუბრუნდნენ.
დასავლელი ექსპერტების თქმით, მსოფლიოს წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნა ჩინური საფონდო ინდექსებისა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებას უკავშირდება. მათი პროგნოზებით, თუ სასწრაფოდ არ მოხდება ჩინეთში არსებული პრობლემების მოგვარება, 2015 წლის ბოლოს მსოფლიო საფონდო ბირჟების მდგომარეობა ბევრად უფრო გაუარესებული იქნება. მათი თქმით, საჭიროა აქტიურად ჩაიდოს ინვესტიციები ჩინეთში, ამ პროცესმა წესით 2016 წლის ბოლოს ქვეყანას 17 მილიარდ დოლარიანი ზრდა უნდა გამოიწვიოს. თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობის ბოლო განცხადებებზე დაყრდნობით ქვეყანა „გაჩერებას არ აპირებს“, მათ სტრატერგია უკვე შეიმუშავეს. აღნიშნულში ძირითადად გამახვილებულია ყურადღება ჩინეთში გასახსნელ ობლიგაციების ბირჟებზე.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში არსებული ვალუტის კურსი თუ სასაქონლო ფასები დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთიდან არსებულ მოთხოვნაზე. მოთხოვნების შემცირების საპასუხოდ ხდება ის პროცესი,რომლის შედეგადაც ეცემა ფასები სხვადასხვა საქონელზე და უფასურდება არაერთი ვალუტა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე