20 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში, ქ.ბუქარესტში გაემგზავრა.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მირჩეა დუშასთან, რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტთან პეტრუ ფილიპთან და რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საკითხთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში თემაზე „ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები“(EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities) და ინტერვიუ რუმინეთის ტელევიზიასთან „Realitatea“.