26-28 ოქტომბერს შედგება საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
როგორც თბილისი თაიმსს საგერგიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რის შემდეგაც გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს და ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს.
მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს კონრად ადენაურის ფონდის თავმჯდომარესთან ჰანს-გერტ პოეტერინგთან, მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან და გერმანელ ექსპერტებთან.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა გერმანული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის გენერალურ მდივანს რაინერ ლინდნერს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარეს მარკუს ფელზნერს.