ევროკავშირის მომავალი წევრის სახელმწიფო ენა ხორვატულია, გავრცელებული ენებია: იტალიური, უნგრული, ჩეხური, სლოვაკური და გერმანული. ხორვატები კათოლიციზმის მიმდევრები არიან.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, ძირითად რესურს წარმოადგენს ნავთობი, მცირე რაოდენობით ქვანახშირი, ბოქსიტები, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, კალციუმი, ბუნებრივი ასფალტი, თიხა, მარილი და ჰიდროენერგია. ხორვატიას ექსპორტზე გააქვს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, კარტოფილი, თამბაქო, ლითონის ნაკეთობანი და საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე – 4.640 დოლარია. ქვეყნის ვალუტა კი, კუნაა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატია 1918 წლიდან, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში(იუგოსლავია) შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი, ნაცისტური მარიონეტული სახელმწიფო იყო. ის 1945 წლიდან იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის წევრია. ქვეყანამ 1990 წელს სუვერენიტეტი გამოაცხადა და ახალი კონსტიტუცია მიიღო, რასაც სერბეთთან კონფლიქტი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 1992 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხორვატიის დამოუკიდებლობა ცნო.
1ივლისს ხორვატიის სახელმწიფო დროშა იმ 27 ქვეყნის დროშებს შეუერთდება, რომლებიც ევროპის გულს წარმოადგენენ.
კერ-ლინდსი აცხადებს რომ, ევროკავშირის გაერთიანება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედს კანდიდატ ქვეყანა სერბეთსაც აძლევს.
28.06.13