ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში, ქ.ბელგრადში გაემგზავრა, სადაც 27-28 ოქტომბერს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები სერბეთის ევროპული ინტეგრაციის უპორტფელო მინისტრთან იადრაკა იოკსიმოვიჩთან, ევროკავშირთან სერბეთის მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელთან ტანია მიშჩევიჩთან, სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან როკსანდა ნინჩიჩთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსანდრა ჯუროვიჩთან.
შეხვედრებზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობასა და სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელებენ.