ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, მარტვილში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა. ცესკომ აღნიშნულ ოლქში არსებულ 39-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა უკვე დაასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, სოსო დანელიამ არჩევნებში 9620 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 72,54 %-ია.
3641-მა ამომრჩეველმა (27,45 %) დაუჭირა მხარი “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ ეთერ მეძველიას.
მარტვილის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა.