დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვარშავაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა წარადგინა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აპარატის საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, ასევე, განხილულ იქნა პოლონეთში მცხოვრები ქართველების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები. პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა სახელმწიფო მინისტრთან, პოლონეთის რესპუბლიკაში ქართველებისთვის ეთნიკური უმცირესობის სტატუსის მინიჭების და ქართული კულტურის დღეების ჩატარების საკითხები განიხილეს. გელა დუმბაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარეს, ეკატერინე ლოლაძეს და საზოგადოება „ქართლოსის“ ხელმძღვანელს, დავით გამცემლიძეს.