სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს 3 წლიანი ანგარიშის მოხსენებით წარსდგება.
ამასთან, დღესვე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუსმენს, რომელიც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: – ფეხბურთის ფედერაციაში დღეს არსებული სიტუაციის შეფასება და მიმდინარე პროცესები; პრობლემები, ანალიზი და გადაწყვეტის გზები; 2016-2019 წლებისთვის ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები. ისაუბრებენ ფედერაციის სტრუქტურულ ცვლილებაზე, ფინანსურ პოლიტიკაზე, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებასა და ფეხბურთთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა 16:00 საათისთვის არის დანიშნული.